უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვახტანგ გომელაურს ჩემი სრული ნდობა და მხარდაჭერა!
ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს და ზუსტად ვიცი, რომ არაკანონიერად არასოდეს იმოქმედებს!
ჩემი თხოვნაა, გამოძიების დასრულებისთანავე გასაჯაროვდეს ყველა ის ჩვენება, რომელიც თანამშრომლობის ეტაპზე მიცეს დაკავებულებმა.
მესმის, რომ ხშირ შემთხვევაში ამისი გასაჯაროება არ შეიძლება მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაგრამ როდესაც ქვეყანაში ცდილობენ სიტუაციის აღრევას და ორი მხარის დაპირისპირებას მე მიმაჩნია, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი უფრო მაღლა დგას ვიდრე ვინმეს მიერ მიცემული ჩვენების ოპერატიულობა!" - წერს ბერიკაშვილი.