logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: დღეს გურიაში ყველაზე დიდი დღესასწაულია...
- +

13 იანვარი. 2018. 23:00



ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ტრადიციულად დღეს გურიაში ყველაზე დიდი დღესასწაულია, საახალწლო ზეიმი დღევანდელ დღეს იწყებოდა და ცხემლისჭრას უწოდებდნენ.

ოჯახის მამა ტყეში მიდიოდა, ცხემლას ჭრიდა და კალანდობის წინა საღამოს ბუხარში ან შუაცეცხლში დააგუზგუზებდა (ნედლ ცხემლას ცეცხლი კარგად ეკიდება) ამ დროს ოთახში იდგა ტკბილეულით, ჯანჯუხებით, ჩირებითა და ხილით მორთული ჩიჩილაკი. ჩიჩილაკს თავზე გამოთლილ ჯვარს ამაგრებდნენ. საგანგებოდ მზადდებოდა ხონჩა - წმინდა ილორი. ხონჩაზე ელაგა ღორის მოხარშული თავი, დედალი, შემწვარი წიწილები... 12 საათზე მოდიოდა ფეხადი (მეკვლე) ბედნიერი კალდობისა და ახალი წლის მოლოცვებით. ცხემლისჭრას და კალანდას ქათმისფერხვა მოსდევდა და ამ დღისთვის მეკვლედ ბარაქიან, კეთილ, ზორბა და პუტკუნა ქალს ეპატიჟებოდნენ (დაახლოებით ჩემნაირს ...) - ქათმებიც „სოღვა" და მსუქანი რომ ყოლოდათ. სჯეროდათ იმისიც, რომ თუკი ქათმისფერხვის მეკვლეს თავზე პომპონიანი ქუდი ეხურებოდა, ქათმები ქოჩორა ეყოლებოდათ. მეკვლეს კი მარცვლეული უნდა მოებნია ეზოში, სახლში, საბძელში და თან ეძახა - ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზი( მოჩხოროზი მეგრულად წიწილას ნიშნავს და ვერ გეტყვით, რატომ ისესხეს ეს სიტყვა გურულებმა).

მრავალ ცხემლისჭრას, კალანდას და ქათმისფერხვას დაესწარით ჩემებო - აჭარიდან დაწყებული ქიზიყით დამთავრებული, რაჭა სვანეთი, აფხაზეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი,თუშ-ფშავ ხევსურეთი,კახეთიი, სამაჩაბლო. ქართლიიი და ჩემი კალანდისშენახავი გურია, იხარეთ თქვენ, თქვენი გუგუნი, კრიმანჭული და ჩაკრულო და მგზავრული და მაყრული და ნადური არ მოშლოდეს ამ ქვეყანას, მაგრააამ ხორუმი და ფერხული მაინც ყველაზე მაგარი ცეკვაა!" - წერს











 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner