logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: მეტი რა ქნას სახელმწიფომ?!
- +

21 იანვარი. 2018. 22:44



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს ავრცელებს:


„არ მესმის ხალხის აღშფოთება დავით სოკოლოვთან დაკავშირებით, მთავრობას რომ ლანძღავენ, რატომ ცხოვრობს მოხუცთა თავშესაფარ ჰოსპიტალშიო, ხალხო თუ შვილები არ პატრონობენ მშობლებს და სახელმწიფო პატრონობს, სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ, აჭმევენ ასმევენ და თავს კარგად გრძნობენ იმ თავშესაფარში, მეტი რა ქნას სახელმწიფომ, გაოგნებული ვკითხულობ პოსტებს! ადამიანი ამბობს აქ კარგად ვარო, ცოლი ლოგინზეა მიჯაჭვული და აქ უვლიანო, ასაკოვანი ადამიანები სხვაგან სად წაიყვანოს სახელმწიფომ მითხარით ოღონდაც! დავით სოკოლოვი: „წელიწადზე მეტია ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ვარ, მანამდე სხვა ადგილას ვიყავით, შემდეგ აქ გადმოვედით. აქ უკეთესია, რადგან მეტი ყურადღებაა და კარგი სამედიცინო მომსახურებაა. ჩემს მეუღლეს ინსულტი ჰქონდა, მეტყველება წაერთვა და 5 წელია ვუვლი. ისიც აქაა. მას ტვინში ჰქონდა ინსულტი, მე ზურგის ტვინში. პირველი სკოლის უკან ვცხოვრობდით, შევჩენკოს ქუჩაზე, მაგრამ ბინა დაგვეწვა", - წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner