logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ნამდვილად მისასალმებელია, როდესაც შს მინისტრი ღიად დეკლარირებს, რომ...
- +

23 იანვარი. 2018. 12:03


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„Respect!


ნამდვილად მისასალმებელია, როდესაც შს მინისტრი ღიად დეკლარირებს, რომ დაიცავს ადამიანის უფლებებს, არა მარტო სიტყვით - არამედ საქმით და სამინისტროში ამ კეთილშობილურ საქმეს მთელი დეპარტამენტი მოემსახურება.

 

საკმაოდ კარგი სტარტი აქვს გიორგი გახარიას და მინდა, წარმატებები ვუსურვო, ახლა ჯერი კრიმინალური პოლიციის მოდერნიზებაზეა.

 

მჯერა, კრიმპოლი იქნება ისეთი, რომელიც მთელ რიგ გამოწვევებს ღირსეულად დახვდება და გასცემს პასუხს..." - წერს ჩრდილელი.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა.

 

„ადამიანის უფლებათა დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია. ამ დეპარტამენტის შექმნა სისტემის რეფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner