logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: გირგვლიანი ყელში არ ამომსვლია, მე გირგვლიანის სიკვდილი მახრჩობს!
- +

11 თებერვალი. 2018. 21:52


 

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„...მე ყელში გირგვლიანი არ ამომსვლია, მე გირგვლიანის სიკვდილი მახრჩობს...

ბიჭები მახრჩობს არდაბერებული, არგახარებული თაობა  მახრჩობს..." - წერს მოროშკინა.

 

„თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები გირგვლიანზე ლაპარაკს, რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „განსხვავებულ აქცენტებში" ინტერვიუში განაცხადა.


კითხვაზე, იყო თუ არა გირგვლიანის საქმეში ბრალდებულების შეწყალება პოლიტიკური შეცდომა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ აპირებს ამ თემაზე ლაპარაკს.


„გეყოთ თქვენც და ყველასაც. ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები გირგვლიანზე ლაპარაკს, რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე, ყველა მეცოდება, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მეცოდება ქართული სახელმწიფო", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.











 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner