logo_geo
eng_logo
იუნა შაფათავა: მიშას მთელი ჯოჯოხეთი წინ აქვს - არ თქვას არავინ, რომ სამართალი არ სრულდება!
- +

13 თებერვალი. 2018. 21:34



მსახიობი იუნა შაფათავა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„ვანგა ვარ... დილას ყავას რომ ვსვამდი შვრიის პეჩენიასთან ერთად, არ დავწერე იმ ახვარზე- what goes around comes around და შევარდნაძის ჩაი რომ გადაყლაპა რეგვენმა, ისევე გაუცივდა თავისი მაგიდაზე... გეშინოდეთ სიბოროტის ჩადენის - ვერ გაექცევით აუღებელი სისხლის კარმას! не злорадствую - ეს ყველა უსუსური პატიოსანი გაუპატიურებული, შეურაცხყოფილი, დახოცილი, უგზოუკვლოდ დაკარგულის სამაგიეროს დაბრუნების მხოლოდ დასაწყისია... მიშას მთელი ჯოჯოხეთი წინ აქვს და სამაგიეროს ცხოვრება უბრუნებს.

არ თქვას არავინ, რომ სამართალი არ სრულდება.

ვუყუროთ, როგორ სჯის ღმერთი, ბუდა, ალაჰი, იაჰვე და კერპები.

ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყლის წყევლა და ყველა სტიქიის და უდანაშაულო გარდაცვლილთა და ნატანჯთა სულთა წყევლა და სასჯელი უნდა გამოიაროს, სანამ არ ვნახავთ მუხლებზე დანარცხებულს სიტყვებით - მაპატიე, საქართველო. მოვა ეგ დღეც.

ნუ გეცოდებათ, თაობების წყევლას იხდის. უყურეთ", - წერს შაფათავა.









 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner