logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი: ტატუნაშვილის მკვლელობა უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ორგანიზებული დანაშაული!
- +

22 მარტი. 2018. 15:52



პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბევრი მეკითხება - როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ამ შემთხვევაში?

 

ტატუნაშვილის მკვლელობა უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ორგანიზებული დანაშაული, რომლის ფიგურანტები იქნებიან კონკრეტული მკვლელები, მათი მფარველები და პოლიტიკურად შემფუთველები. პრაქტიკულად, მთელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტა. ეს ხალხი უნდა იქნას გამოძახებული დაკითხვაზე. არგამოცხადების შემდეგ ძებნაში გამოცხადდნენ ინტერპოლის ხაზით. მინიმუმ მათ გადაადგილებას შევზღუდავთ. მათ შორის რუსეთისგანაც მოვითხოვთ. კვალიფიკაციური მუშაობის შემთხვევაში, მათ ფეხქვეშ მიწას ამოვწვამთ", - წერს ხუხაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner