logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი ზურაბ ჯაფარიძეს: ფაშისტები მოიკითხე შენს გარემოცვაში!
- +

28 აპრილი. 2016. 12:53


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" დამფუძნებელ ზურაბ ჯაფარიძეს „facebook"-გვერდზე ეხმაურება.


 

მოკლედ, კაცს არ ეხები და თვითონ გიწვევს, რომ პასუხი გასცე. ამჯერად, იძულებული ვარ, აწ უკვე გირჩელ" ზურიკო ჯაფარიძეს გამოვეხმაურო, რომელსაც ფაშისტურ ძალად მოვუხსენიებივარ. რაღა მიჭირს, გამომიჩნდა ახალი იარლიყმომკერებელი.

არ ვთვლი, რომ გირჩი" ჩვენი კონკურენტია. საერთოდ არ ვანიჭებ რაიმე მნიშვნელობას მათ არსებობას პოლიტიკურ ველზე. თუ ვინმეს (მცირე რაოდენობის) ამომრჩეველს წაართმევენ, მხოლოდ ძველ თანამოაზრეებსა და თანაგუნდელებს - ნაცებს და არა ჩვენ... ამიტომ არასდროს გამჩენია ინტერესი და სურვილი, რაიმე ფორმით შევხებოდი ამ პოლიტჯგუფს. არც დრო მაქვს იმდენი, რომ მახსოვდეს ზურიკო ჯაფარიძე. ერთი, რაც მახსენდება, ისაა, რომ ივანიშვილმა გმირობად შეაფასა გირჩის" წევრების გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ ნაცმოძრაობა" და ესეც მესმის, რატომ... წაახალისა ნაცმოძრაობის" დაშლის პროცესი. თვეების მანძილზე, რაც მეტ- ნაკლებად იპყრობდა ჩემს ყურადღებას, ეს იყო გირჩის" მოზომილი, რბილი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი. რა დაგიმალოთ და... ესეც მესმის, რატომ ხდება... მაგრამ თუ ზურიკო ჯაფარიძეს ჰგონია, რომ ფაშისტურ ძალად მომიხსენიებს და მე არ გავახსენებ, რომ ყველაზე მწარე ფაშისტის -სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და ძუძუს გოჭი იყო, ძალიან ცდება. ფაშისტები მოიკითხე შენს გარემოცვაში!!! და მთავარი: პარლამენტში როგორ ითანამშრომლებ, ან არ ითანამშრომლებ ჩემთან, როცა თქვენი რეიტინგი 1%- საც ვერ სწვდება და პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდებით?! ასე რომ, კაკაო დალიე, ზურიკო, კაკაო, და მე თავი დამანებე. შენ ერთადერთი პერსპექტივა გაქვს -  პატარა ციყვობიდან შედარებით მოზრდილ ციყვად იქცე, მაგრამ ციყვი იქნები ყოველთვის. ლომად ვერ იქცევი", - წერს ირმა ინაშვილი.



 

right_banner
არქივი
right_banner