logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ნაცებო! წაიკითხეთ და მერე ბურღეთ საზოგადოება!
- +

28 აპრილი. 2016. 21:40


„ნაცმედია, ნაც- არასამთავრობოებო და ნაცებო წაიკითხეთ და მერე ბურღეთ საზოგადოება თქვენი სისულეებით."- „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:



„ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დააფინანსა შემდეგი პროექტები: სამების ტაძარი; ქობულეთის გასართობი ცენტრი "ციცინათელა"; საბაგირო გზა ბაკურიანში; თეატრების რემონტი (ოპერის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, კინომსახიობთა); იქვე მითითებულია, რომ თეატრები დღემდე იღებენ ხელფასს ივანიშვილისგან; ყველა პროექტი საჩხერეში; პრომეთეს მღვიმე; უნივერსიტეტის პირველი კორპუსი; ბათუმის დელფინარიუმი; ბათუმის ზოოპარკი; ბოტანიკური ბაღი; ყველა სარაგბო სტადიონი; რაგბის ნაკრების სპონსორობა; საფეხბურთო ცენტრი "ბასა"; ბათუმის ეშმაკის ბორბალი;

 

გორი- ჭიათურა- ზესტაფონის ტრასის ასფალტირება; ფილარმონიის რემონტი; იაფი აფთიაქი "ფარმადეპო";  საპატრულო პოლიციის ავტომობილები; სკოლების რეაბილიტაცია მთელ საქართველოში; ეროვნული ბიბლიოთეკის რემონტი; საჩხერისა და გორის სამხედრო ბაზები; ავტობან თბილისი-ხაშურის თანადაფინანსება; სიღნაღი; ქუთაისის ძველი უბნების რეაბილიტაცია, თბილისის კანალიზაცია; უამრავი სახლ-მუზეუმი.

 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა იმ პროექტების სია, რომლებიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით საქართველოში 2011 წელს ხორციელდებოდა: 2011 წელს განსახორციელებელი ან დასასრულებელი პროექტების (სულ 30 პროექტი) საერთო-სახელშეკრულებო ღირებულებამ 115.488.911 ლარი შეადგინა. კერძოდ, რაგბის სტადიონების მშენებლობის პროექტი "ქართუმ" 12.710.000 ლარით დააფინანსა, ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი - 12.647.000 ლარით, სოფელ ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობა - 25.400.000 ლარით.

 

რამდენიმე ათეული მლნ ლარითაა დაფინანსებული სხვადასხვა სახის პროექტები საჩხერეში. მათ შორის: სამედიცინო კომპლექსის მშენებლობა (18.800.000 ლარი), გაზიფიცირება (2.300.000 ლარი), შიდა გზების რეაბილიტაცია (2.300.000 ლარი), წყალკანალის ქსელის მშენებლობა (2.300.000 ლარი). 2011 წელს დაფინანსებულ პროექტებს შორისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეაბილიტაცია (5.100.000 ლარი), ბათუმის მერიის დახმარება ბათუმის პარკის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად (1.100.000 ლარი), სოფელ ბორითთან ემერჯენსის მშენებლობა (2.600.000 ლარი) და სხვ.

 

ჩვენ ასევე მოვიძიეთ ინფორმაცია, რომ 2005-10 წლებში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდებიდან საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა სახის პროექტისთვის სულ 966.897.320,12 ლარი დაიხარჯა, აქედან 2005 წელს - 82.020.017,48 ლარი, 2006-ში - 257.282.888,09 ლარი, 2007 წელს - 184.734.569 ლარი, 2008-ში - 174.421.998,95 ლარი, 2009 წელს - 129.732.300,8 ლარი და 2010 წელს - 138.705.545,8 ლარი.

 

ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდა 545 ეკლესია-მონასტრისა და ისტორიული ძეგლის რესტავრაცია-კონსერვაცია.

 

გარდა პროექტების დაფინანსებისა, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილისაგან ხელფასებსაც იღებდა. . . სოროსის ფონდში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ხელფასს უხდიდა, თანხა ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილს შეჰქონდა და სოროსის შენატანი ფონდში მხოლოდ ერთჯერადი იყო. როცა ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილისაგან ხელფასს იღებდა, რატომღაც არ გახსენებია, რომ ის "რუსული ფული" იყო. ამ ფულს "სუნი მაშინ აუვიდა", როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა და ხელისუფლების აქტიური ოპონენტი გახდა."


 

right_banner
არქივი
right_banner