logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ...
- +

16 აპრილი. 2018. 16:09

 

 

 

„თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო, რატომ უთხრა „უდო“-ს კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე?!“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას.

 

ვოლსკი ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული.

 

„25 წლის გოგო საკუთარი შვილების თვალწინ მოკლა. შეწყალება ზოგადად ჰუმანური აქტია და ვერც ყველაფერს გათვლი, მაგრამ გათვლას და შესწავლას საერთოდ რომ არ ჰქონია ადგილი, ესაა შეუწყნარებელი. კაცი სასჯელს იხდიდა „ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის“. თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო, რატომ უთხრა „უდოს“ კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე?! თან არა ერთხელ, რაც უკვე დამაფიქრებელია, არამედ - ექვსჯერ. „ცანცარა“ მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამ საზარლობის ფონზე რაღაც მხიარული სიტყვაა“, - წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.

 

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

 

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×