logo_geo
eng_logo
კახა ბექაური: მხოლოდ „რუსთავი 2“ იბრძვის, რომ მათი შემოსავლები გამჭვირვალე არ იყოს
- +

22 აპრილი. 2018. 01:55

 

მედიის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხს, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში საუბრობს, სოციალურ ქსელში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ეხმაურება.

 

როგორც კომისიის თავმჯდომარე წერს, ფინანსური გამჭვირვალობას, რომელზეც აშშ- სახელწმიფო დეპარტამენტის წერს, „რუსთავი 2“ უკვე მეოთხე წელია ეწინააღმდეგება.

 

„მხოლოდ „რუსთავი 2“-ია დღეს ის ტელეკომპანია, რომელიც იბრძვის იმ მიზნით, რომ მათი შემოსავლები გამჭვირვალე არ იყოს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულ, 2013 წლის კანონით განსაზღვრულ, მედიის ფინანსურ გამჭვირვალობას, „რუსთავი 2“ უკვე 4 წელია ეწინააღმდეგება. მხოლოდ „რუსთავი 2“-მა გაასაჩივრა სასამართლოს პირველ ინსტანციაში წაგებული საქმე მეორე ინსტანციაში და ხელს უშლის საზოგადოებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედია-კომპანიების შემოსავლების წყაროების შესახებ. მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო „საიაც“, სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმის წაგებამდე.

 

აი, სწორედ ამ მიზეზითაა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კანონის აღსრულება შეჩერებული, უკვე თითქმის 4 წელია. დღეს ყველა მედიასაშუალება მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს საკუთარი შემოსავლები, გარდა „რუსთავი 2“-სა“, - წერს სოციალურ ქსელში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ქართულ მედიაში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ამ დრომდე მედიასაშუალებების მიერ სრულყოფილად არ სრულდება, რაც პრობლემაა.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიდან გამომდინარე, მედიას ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებდა, 2013 წელს, „რუსთავი 2“-მა და რამდენიმე მაუწყებელმა გაასაჩივრეს, რომელ თაგან ერთ-ერთს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა. პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმე კომისიის ყველა მომჩივანმა მაუწყებელმა რამდენიმე კვირის წინ წააგო, მათ შორის იმ მაუწყებელმა რომელსაც „საია“ იცავდა, „საიამ“ კომისიის პოზიციის კანონიერება აღიარა და სასამრთლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თუმცა სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით „რუსთავი 2“ კვლავ მედიის ფინანსური გამჭვირვალობის წინააღმდეგია.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner