logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: მორიგი კომედია გველოდება!..
- +

10 ივნისი. 2018. 02:42

 

„ალბათ მორიგი და კიდევ ერთი კომედია გველოდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უკვე მერამდენედ ცდილობენ საცოდავი და თითიდან გამოწოვილი მოგონილი აბსურდით აიყოლიონ საზოგადოება, უკვე რამდენი უნიჭო მცდელობა აქვთ არეულობის.

 

მომავალ თაობას და იმ თაობას გაეცით პასუხი ვისი ცხოვრებაც ჯოჯოხეთად გქონდათ ქცეული, ქვეყანა სადაც სამასი ათასამდე პატიმარი გყავდათ და 700 მეტი ადამიანი ციხეებში დახოცეთ, ქუჩაში კლავდით და ადამიანებს სამშობლოს ღალატს აბრალებდით.

 

ძალიან მწყდება გული, რომ არც დღევანდელ თაობას აცლით ცხოვრებას და განვითარებას.

 

ვწუხვარ, რომ შვილმკვდარ მამების ტკივილს იყენებთ საკუთარი მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

 

თქვენს გვერდით არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ დადგება! ყველა გაგემიჯნებათ და არ გახდებიან თქვენი პროვოკაციის ხელშემწყობი!

 

ჩემო მეგობრებო, დღეს, როცა დემოკრატიის ხარისხი მაღალია, ვფიქრობ, არ უნდა მივცეთ ამ უმსგავსო პოლიტიკანებს ჩვენით მანიპულირების საშუალება!

 

მე ვემიჯნები 10 ივნისს დაგეგმილ, არა აქციას, არამედ პროვოკაციას! თქვენ?“ - წერს დავით ოქიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner