logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: მნიშვნელოვანია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება!
- +

10 ივნისი. 2018. 16:52

 

 

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეგობრებო! დავწერე კანონპროექტი დიდგორობის უქმე (დასვენების) დღედ გამოცხადების შესახებ.

 

კანონპროექტს პარლამენტში წარადგენს ბატონი ემზარ კვიციანი.

 

მნიშვნელოვანია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის დაფასება და ამ საამაყო დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება. დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეროვნული გამარჯვების დღე“, - წერს ტომარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner