logo_geo
eng_logo
პაატა აბულაძე: ის, რომ რუსთაველზე, „ნაცების“ აქციაზე ხალხი არ მიდის, სულაც არ ნიშნავს, რომ...
- +

10 ივნისი. 2018. 18:23

 

 

პაატა აბულაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როგორც ყოველთვის, ენის მოჩლექვის გარეშე ვამბობ.

 

ის, რომ რუსთაველზე, „ნაცების“ აქციაზე ხალხი არ მიდის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საზოგადოება ხელისუფლებით კმაყოფილია. იქნებ, ახლა მაინც ცოტა მეტად დაფიქრდეთ და რაღაცეები შეცვალოთ, იქნებ გადატვირთვის მეთოდით შეცვალოთ მიდგომები იმ ხალხის მიმართ რომლებზეც მათდაუნებურად ჩვენ ურჩევნივათ. ან როგორ ვერ ხვდებით, რომ საქართველო არასდროს გახდება საყურიანი ბიჭების, არასდროს არ შეგუება ქართველი ადამიანი მისი რელიგიის, ტრადიციების, ისტორიის, ღირსების აბუჩად აგდებას და გამასხარავებას. როგორ ვერ შევიდა თქვენს ტვინებში ის, რომ 25 წელია ლიბერასტები ყველა საშუალებით ურეცხავენ ტვინებს და მაინც ვერ აჯობეს ქართულ გენეტიკურ კოდს. თუ დაფიქრებულხართ როდისმე ამ პატარა ერმა დღევანდლამდე როგორ მოიტანა თავი?!

 

„3,000 წლის არის საქართველო... თუ გგონიათ, ამაზე დიდი განსაცდელი არ გადაუტანია ამ ერს, თუ მართლა გგონიათ, მჭადმა და ლობიომ გადაგვარჩინა? და საერთოდ, აცნობიერებთ რაზეა წამსვლელი ქართველი ადამიანი, როცა მის გენეტიკურ კოდში იწყებ ბინძურად ხელების ფათურს. „ღმერთმა არ განახოთ“.

 

პ.ს. დღევანდელმა დღემ მე დამანახა ან მე ასე დავინახე.

 

ხალხმა ბოლო შანსი მისცა არსებულ მართველ გუნდს ანუ ყვითელი ბარათი ნაჩვენებია. ახლა ყველაფერი მართველი გუნდის ხელშია, როგორ გამოიყენებს ამ შანს დრო აჩვენებს“, - წერს აბულაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner