logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: გამორჩეულები მიდიან ასე - გიო, ნახვამდის!
- +

11 ივნისი. 2018. 02:46

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში მომღერალი გიო ხუციშვილის გარდაცვალებას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„ამ გაბოროტებულ, ცივ, უგულო დროში კაცი ისე გარდაიცვალო, რომ მთელმა ქალაქმა და ქვეყანამ დაგიტიროს. გამორჩეულები მიდიან ასე. გიო, ნახვამდის!“ - წერს ინაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გიო ხუციშვილი დღეს გარდაიცვალა. მომღერალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ის მკურნალობას ისრაელის კლინიკაში გადიოდა. 29 მაისს ფილარმონიის წინ ქართველი მომღერლის გიო ხუციშვილის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიამდე, 20:00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი მომღერლის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მომღერალი საზოგადოებაში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner