logo_geo
eng_logo
ქეთი ხარძიანი: მაინც დავუდგე სარალიძეს გვერდში, როცა ის მამაჩემის მწამებლებს იყენებს გვერდით?!
- +

11 ივნისი. 2018. 13:41

 

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი ქეთი ხარძიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ამ ბიჭის მამას (კუპრავა ვისაც ხელს ართმევს) მამაჩემის წამებაში ედება ბრალი, მე რა ვქნა? მაინც დავუდგე სარალიძეს გვერდში, როცა ის მამაჩემის მწამებლებს იყენებს გვერდით?!“ - წერს ქეთი ხარძიანი.

 

ცნობისთვის, 2 დღის სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, გუშინ კი ვიდეო, სადაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ზვიად კუპრავას და გია უდესიანის შვილის შეხვედრის კადრებია აღბეჭდილი. 

 

 

შეგახსენებთ, 2016 წლის 5 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, გიორგი უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner