logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: მისი სახელის გასვრაც მოინდომეს! მალე სასამართლოში შევხვდებით!
- +

11 ივნისი. 2018. 23:34

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ყველაფერში არსებობს ზღვარი. ენას ძვალი არ აქვს და შეუძლია ყველაფერი წამოროშოს ადამიანმა. ბევრჯერ მოვითმინე ათასგვარი სისულელე ჩემი მისამართით, მაგრამ როცა ჩემს ღირსებას ეხებიან, ჩემს ოჯახს ჩემს უახლოეს ადამიანებს იქ მთავრდება ყოველგვარი მოთმინების ფიალა.

ჩემი ცხოვრების დევიზი ოჯახის, მეგობრების ადამიანების დაფასება და სიყვარულია. მთელი ცხოვრება ერთგულებით და ჩემი კაცობით მიცხოვრია.

აღნიშნულ ცილისწამებაზე, რომელშიც ნატამალი სიმართლე არაა ვაპირებ მისი ავტორების წინააღმდეგ სასამართლოში ვიჩივლო და საკუთარი ღირსება კანონის ძალით დავიცვა. ავიყვანე ადვოკატი, რომელიც გაუძღვება ჩემს საქმეს და ყველა ვინც წერდა და შემდგომ ტირაჟირებას ახდენდა აგებს პასუხს კანონის წინაშე.

ცილი დამწამო იმ ფაქტზე, სადაც გავხდი რეპრესირებული, მხოლოდ იმის გამო, რომ მე არ ვუღალატე ჩემი მეგობრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას, ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ გარდა იმისა გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს! მისი სახელის გასვრაც მოინდომეს!

ჩემო მეგობრებო დიახ, მე ვარ დათო ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი, საქართველოს ხელოვნების, მასმედიის, კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი. არასოდეს დავმალულვარ და გავქცევივარ პასუხისმგებლობას.

ვიღაც ვიგინდარას არ მივცემ უფლებას, როცა გაეხარდება ტალახი მესროლოს და ამით გაერთოს. შევხვდებით მალე სასამართლოში. დიდი მადლობა ჩემო ერთგულო ადამიანებო ასეთი მხარდაჭერისათვის”, - წერს ოქიტაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner