logo_geo
eng_logo
ირანდა კალანდაძე: კუპრავა რომელი ლიდერია, ზედვე ეტყობა რაც არის - ნაძირალაა!
- +

12 ივნისი. 2018. 20:52

 

ჟურნალისტი ირანდა კალანდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვიცი, ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ, მაგრამ 2012 წლის ამბების მერე ყოველდღე, „საერთო გაზეთის“ ყოველ ნომერშიც ვწერდით და ვწერდი მეც პირადად, რომ არ შეიძლებოდა, სავალალო შედეგებს მოიტანდა „ნაცებთან“ სრული კოაბიტაცია. კი, ბატონო, მოგვახვიეს თავზე თუ როგორც იყო, მაგრამ ვერავინ დააფარებდა ხელს დამნაშავეს, რომელზეც ფაქტები დაიდებოდა და ფაქტები იყო ბევრზე, უმეტესობაზე უამრავი....

ახლა რა ვქნათ ჩვენ, ისევ ჩვენი გადასახდელი რომაა ეს არეულობა და უნამუსობის ღაღადი რუსთაველიდან?

კუპრავა რომელი ლიდერია, ზედვე ეტყობა რაც არის შინაგანად, ნაძირალაა და ცარიელი კაცი, მით უმატეს, კვინტრაძის მკვლელობის მონაწილე და კიდევ რამდენი მასეთი იქნება მაგის კისერზე, კვინტრაძეზე და ასათიანის საშინელ მკვლელობებზე რამდენი რამე დავწერე და რამდნი დაიწერა ჩემს გარდა კიდევ... იმ ხალხს, მართლა გმირებს, სახურავზე ენაამოგლეჯილები რომ ეყარნენ, ეტყობა მაგ ნაძირალამ ხორხი იმიტომ ამოაცალა, „ნაცებზე“ კარგი რომ ვერ ათქმევინა...

ახლა მაინც დაიწყოს გამოძიება ამ მოღალატე არაადამიანების საქმეების, თორემ ახლა ჩვენ მოვითხოვთ უფრო პრინციპულად. ჩვენ ვინც გვაწამეს, ვისაც დაგვიხოცეს, ვისაც გვცემეს, ვინც დაგვწამლეს, ვინც ციხეებში გვაწამეს და შეურაცხგვყვეს, სულში ჩაგვაფურთხეს, კაცს ლოდი მოაბეს კისერზე და ზღავში გადაუშვეს, ხალხო, ამათი პატიება შეიძლება? ახლა კიდევ თვალში ნაცარს გვაყრიან და საქართველოო გაიძახიან!!..

ამათი გახრწნილი სულები მართლა რაა, გულისამრევია“, - წერს ირანდა კალანდაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner