logo_geo
eng_logo
ბესიკ დუღაშვილი: იმ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რომლებსაც კახა ინახავს, ის არასოდეს დაავიწყდებათ!
- +

12 ივნისი. 2018. 22:27

 

 

მხატვარი ბესიკ დუღაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მერთან კახა კალაძესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველა ჩემი ნაცნობის და უცნობის საყურადღებოდ!!

კახი კალაძეზე!!!

იმისთვის, რომ კახიზე კარგი ან ავი ილაპარაკო, უნდა იცნობდე ამ კაცს პირადად! (მე ვიცნობ!)

და რატომ პირადად და რატომაა შეუძლებელი ამ კაცზე ილაპარაკო ისე რომ არ იცნობდე?...

არ არსებობს კახის გაესაუბრო (თუნდაც) და მასში ღირსეული პიროვნება, ნაღდი ქართველი და რაც მთავარია, მამულიშვილი არ დაინახო!!!

მე ყველაფერი ამის შემდეგ სულ ცალ წიხლზე მკიდია ის ორი ავტოგოლი, ის გადამოწმებულ თუ გადაუმოწმებელი ფრაზები...

...და მე არასოდეს არ დამავიწყდება როგორ ვიტირე როცა მის ხელში ჩემპიონთა თასი დავინახე!

მე არასოდეს არ დამავიწყდება როგორ ვტიროდი როცა ის კადრები ვნახე სადაც ის ძმის პანაშვიდზე ტიროდა!

მე არასოდეს დამავიწყდება ის (რასაც ბევრი უხსენებს როგორც მინუსს), თუ როგორ მოსთხოვა მან პირველმა ცნობილებიდან მიშას პირდაპირ ეთერში გირგვლიანის საქმის გამოძიება!...

შეიძლება შემეკამათოთ!.. (მე კამათს არ ვაპირებ! მე აქ მოვრჩი!!)

მაგრამ მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩემი „გამოსვლით“ ძალიან ბევრს დავწყვიტე გული, იმის გამო, რომ ამ პოზიციაზე ვდგავარ! ძალიან ბევრმა დაკარგა ჩემდამი პატივისცემის გრძნობა (ალბათ)!

გაივლის დრო და...

აღარავის ემახსოვრება ის სულელური გამოთქმები რაც დაიწერა და გამოითქვა, მაგრამ ის აწეული თასი, ცრემლები პანაშვიდზე, ტალახში ამოგანგლული მინისტრი ყველას ემახსოვრება (ალბათ ისევე როგორც ის ორი ავტოგოლი)...

მაგრამ...

...სულ ბოლოს!!!

იმ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რომლებსაც კახა ინახავს (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) კახა არასოდეს დაავიწყდებათ და ახლა თავად განსაჯეთ, თქვენი აზრები უფრო მნიშვნელოვანია თუ იმ გადარჩენილი პატარების სიცოცხლე?..

მოვრჩი!!!!!

პ.ს. კომენტარები აუცილებელი არაა!!“ - წერს დუღაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner