logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ასეთი უკიდეგანო უსამართლობისა და უზნეობისგან კაცს შეიძლება გული გაგისკდეს!
- +

13 ივნისი. 2018. 15:47

 

„დღეს რომ ვუყურებდი სულხან მოლაშვილის კადრს პარლამენტის დარბაზში და ამავდროულად, ვუყურებდი ბოკერიების ცინიკურ სახეებს, იცით, რაზე ვფიქრობდი?! ასეთი უკიდეგანო უსამართლობისა და უზნეობისგან კაცს შეიძლება გული გაგისკდეს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გავერთიანდეთ, ფეხზე წამოვდგეთ, ვიმოქმედოთ, თორემ ესენი მომავალში ჩვენს შვილებსაც დაჩაგრავენ! საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო - დამთავრდეს კრიმინალების მფარველობა და მათი ხელოვნური დომინირება მთავარ ოპოზიციურ ძალად. ძალა კი არა, ბოკერიებს საკუთარი ოჯახის წევრებიც არ უჭერენ მხარს. ამ დღეებში პარლამენტში შევიტანთ რეზოლუციის ტექსტს, მოხდეს სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმის შეფასება! ვინც მხარს გვიჭერთ ამ მოთხოვნაში, როცა მოგიხმობთ, დადექით ჩვენს გვერდით!“ - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner