logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ღირსეული პრემიერი, ღირსეული ბოლო სიტყვა!
- +

13 ივნისი. 2018. 22:52

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„დიდი მადლობა გიორგი კვირიკაშვილს მსახურებისათვის. ღირსეული პრემიერი, ღირსეული ბოლო სიტყვა“, - წერს ზოიძე.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

 

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner