logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: მადლობას ვუხდი კახა კალაძეს თემქის ხევის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის!
- +

13 ივნისი. 2018. 23:26

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში წერს:

 

„მადლობას ვუხდი კახა კალაძეს თემქის ხევის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის!

 

2016 წელს ჩემი როგორც კანდიდატის და მთლიანად ჩვენი გუნდის დაპირება იყო რომ თემქის ხევის პრობლემა გადაიჭრებოდა და ამ მიზნით ეს საკითხი საარჩევნო პროგრამაშიც ჩავწერეთ როგორც პრიორიტეტული.

 

მერის არჩევნებზე, კახასთან ერთად თემქაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე როგორც პრობლემაზე და როგორც შესაძლებლობაზე.

 

თემქის ხევი ანტისანიტარიის ბუდეა, არადა აქვს დიდი პოტენციალი გადაიქცეს ქალაქის საუკეთესო დასასვენებელ, სარეკრეაციო სივრცედ და პარკად.

 

მოხარული ვარ, რომ კახიმ არჩევიდან რამდენიმე თვეში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ რთულ საკითხზე, რაც ათწლეულების განმავლობაში ვერ გადაწყვიტა ვერცერთმა სხვა მერმა და ხელისუფლებამ. მადლობას ვუხდი მას ამისთვის.

 

ვულოცავ ამ გადაწყვეტილებას თემქელებს და მთელ თბილისს!“ - წერს გაბუნია.

 

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც საქალაქო პარკის განთავსებაა შესაძლებელი.

 

„ე.წ. თემქის ხევი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით 80 ათასი მოსახლეა. ახლოს არის თბილისის ზღვასთან და საპარკე სარეკრეაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

 

აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით თბილისის მერია შესაბამისი კვლევის მომზადებაზე მუშაობას იწყებს, მათ შორის თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner