logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ასე ემუქრება გვარამია 70 წლის ექიმს!
- +

14 ივნისი. 2018. 00:56

 

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია  სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასთან და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით წერს.

 

„ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა, გირჩევთ, თქვენით მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და ეგ ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ნაბიჭვარი დროზე მოაშოროთ მაქედან. არა და – თქვენ თავს დააბრალეთ!“, – დაწერა გვარამიამ.

აი, ასე მიმართავს და ემუქრება გვარამია 70 წლის ექიმს! რომელსაც „ნაცმოძრაობის“ კარვის ქალი ყალბი დიაგნოზის დასმას თხოვდა!

მივმართავ გიორგი ინგოროყვას! კლინიკის გენდირექტორს!

ვიცით და გვახსოვს, როგორ „შეგიწყოთ“ ხელი და დაგეხმარათ ნაციონალური ხელისუფლება ბიზნესის აწყობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ვალები და ვალდებულებები თანამშრომლების გაგდება - განთავისუფლებით უნდა გადაუხადოთ! „ნაცმოძრაობის“ აფერისტი და ავანტიურისტი ლიდერების ხუშტურებზე უნდა იაროთ და დამსახურებულ ექიმებს საარსებო წყარო გადაუკეტოთ!

აღარ დაამთავრებთ ამ მარაზმს?“ - წერს ხოფერია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner