logo_geo
eng_logo
„ნუ ღელავ, ჩვენ შენთან ვართ! ჩვენ კი ძალიან ბევრნი ვართ!“ – კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართვა დავით ოქიტაშვილს
- +

19 ივნისი. 2018. 18:36

 

„ახლა, როცა ასე ძალიან რთული დღეებს გავდივართ მე და ჩემი ოჯახი, უწმინდესთან შეხვედრა ყველაზე დიდი ბედნიერებაა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მადლობა უფალს...  ვერ გადმოგცემთ სიტყვებით მადლიერების და სიყვარულის ამ გრძნობას, მეგობრებო...

 

ახლა, როცა ასე ძალიან რთული დღეებს გავდივართ მე და ჩემი ოჯახი უწ,მინდესთან შეხვედრა ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

 

გფარავდეთ ყველას უფლის ძალა და მადლი, ყველას გინაწილებთ უწმინდესის სითბოს და სიყვარულს.

 

ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ - ვცხოვრობთ სიყვარულით, უფალმა მიუტევოს ყველას.  დროს მივცეთ დრო! ვერ გამაჩუმებთ“, - წერს დავით ოქიტაშვილი.

 

დავით ოქიტაშვილის აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ამონარიდებს:

 

„დათო, არ იდარდო. ჩვენ შენ გვერდით ვართ“, - წერს მომღერალი თემურ თათარაშვილი.

 

„ნუ ღელავ, ჩვენ შენთან ვართ! ჩვენ კი ძალიან ბევრნი ვართ!“ - წერს მომღერალი მაია ჯაბუა.

 

„არ გრცხვენია, დათო? მაგათ როგორ აჰყევი, ჩემო ოქრო ადამიანო! ნუ აქცევ ყურადღებას. და საერთოდ, რა გაგიკვირდა მაგ მანქურთებისგან, მაგათ რომ არ გაგლანძღონ, სირცხვილიცაა!“ - წერს მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე.

 

„სულ ვამბობ და ახლაც ვიმეორებ, სასწრაფოდ მიიღოს პარლამენტმა კანონი ცილისწამებაზე. ამაზე საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს. თუ არა და, შეუძლებელია ამ ქვეყანაში ცხოვრება“, - წერს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

 

„დათო, კეთილო ანგელოზო, შენი სიკეთე ანათებს თუნდაც იმ „ვარსკვლავის“ გახსნით, რომლითაც გიო ხუციშვილს სიცოცხლე გაულამაზე, გაამხნევე და დააიმედე! მრავალჟამიერ ჟღერდეს შენს ოჯახში და მარადიული ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი.  გფარავდეთ მამაზეციერი“, - წერს ბალერინა ირმა ნიორაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner