logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: ბახტაძე ჩამოაყალიბებს პროგრესულ მთავრობას, რომელიც სიღატაკეს ნამდვილ ბრძოლას გამოუცხადებს!
- +

20 ივნისი. 2018. 01:49

 

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის წარდგენას ეხმაურება:

 

„მოვიდა დრო რომ საქართველოში იყოს კარგად ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი მემარცხენე და პროგრესული მთავრობა. ეს არ ნიშნავს საბჭოთა კავშირს, რადგან საბჭოთა იმპერია ფეოდალური სახელმწიფო იყო. ეს უნდა იყოს ახალი სისტემა, რომელიც ხალხს ემსახურება და არა ბანკებს და ტრანს-ნაციონალურ კორპორაციებს. ხალხი შიმშილით კვდება. 1992 წლიდან - მას მერე რაც ზვიად გამსახურდია დაამხეს - ყველა მთავრობა იყო ნეოლიბერალურ-ოლიგარქიული მემარჯვენე მთავრობა. ახლა უკვე აშკარა გახდა რომ მემარჯვენეობამ კრახი განიცადა. თუკი მამუკა ბახტაძე ჩამოაყალიბებს მემარცხენე - პროგრესულ მთავრობას, რომელიც სიღატაკეს და ეკონომიკურ მონობას ნამდვილ ბრძოლას გამოუცხადებს - მე მას მხარს დავუჭერ. ასევე ნებისმიერ სხვა, ვინც ამას გააკეთებს.

 

არ გეგონოთ რომ ხალხი არ არსებობს, რომელსაც შეუძლია ხალხისთვის სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება!“ - წერს კაკაბაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner