logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: 90 წლის წინ, სოფელ ანაგაში დაიბადა საოცარი და განუმეორებელი კაცი - ჰამლეტ გონაშვილი...
- +

20 ივნისი. 2018. 13:19

 

 

„დღეს, 90 წლის წინ, სოფელ ანაგაში დაიბადა საოცარი და განუმეორებელი კაცი - ჰამლეტ გონაშვილი...“ - ამის შესახებ ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვინც იცნობდა პირადად და მე უდიდესი ბედნიერება მქონდა, მოხიბლული იყო მისი თავაზიანობით, სხვანაირი სიმშვიდით, დარბაისლობით...

ვინც არ იცნობდა, საკმარისია მოუსმინო...

არ არსებობს მსოფლიოში მსგავსი თბილი და ფაქიზი ტემბრის ხმა...

ასე მხოლოდ ღმერთები მღერიან... ჩუმად და ამიტომ ყველაზე „ხმამაღლა“...

როცა რაღაცა კარგის გახსენება მინდა, გადასარჩენად, სულ თვალწინ მიდგება ფალიაშვილის ქუჩა... ალე ბებიას გემრიელად გაწყობილი იმერული სუფრა...

ვინ დადიოდა მაშინ რესტორანში? ყველაზე დიდი პატივი, სახლში მოწვევა იყო...

მერე რა, ხშირად სკამები რომ არ გვყოფნიდა... მერე რა, ფეხზე რომ ვიდექით...

სამაგიეროდ, ვერც ერთ, მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ საკონცერტო დარბაზში ვერ იმღერებდნენ ისე, როგორც მღეროდნენ დუეტში ბატონი ჰამლეტი და ზურიკო...

საოცრად უხდებოდა ერთმანეთს მათი ხმები და ისეთი იყო ირგვლივ ყველაფერი, ისეთი ხდებოდა - ამაღლებული და სუფთა, რომ ...

არა, მე მაინც ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ...

ალბათ, იცით ის ისტორია, ბატონი ჰამლეტი თავისი გალობით მგლებს რომ ათვინიერებდა...

ერთხელ ალყა შემოარტყეს კიდევაც და უმღერა... მგლებმა სახლამდე მიაცილეს და იმ აგრესიული მგლებისგან დაიცვეს, ვისაც ბატონი ჰამლეტის სიმღერა ჯერ არ მოუსმენია...

აბა რა, მგელი უძახე... სმენა, გემოვნება და კეთილშობილება კი აქვს...

ცუდია, იმ საბედისწერო 25 ივნისს რომ ვერ გადაარჩინეს...

ის წავიდა, როგორც გაწყვეტილი სიმი...და ჩვენი გულების სიმებიც ჩაწყვიტა...

მაგრამ ასეთი ადამიანები როცა მიდიან, აუცილებლად ტოვებენ თავის ნაწილს...

ერთ პატარა ჰანგს მაინც...

თორემ, აბა რა გაგვაძლებინებდა...“ - წერს ანჯაფარიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner