logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი თეა ადეიშვილს: რას დაბზრიალებ აქ! გაიარე!
- +

4 ივლისი. 2018. 14:47

 

 

მედიაგამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი „რუსთავი2”-ის ჟურნალისტ თეა ადეიშვილს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა.

 

საკითხი ეხება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით თეა ადეიშვილის მიერ მომზადებულს სიუჟეტს, რაზეც ჩერგოლეიშვილმა სიუჟეტის ავტორი მწვავედ გააკრიტიკა.

 

„ეს ბოსტნეული ფიქრობს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუციაზე მის მიერ ყველა ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევით გაკეთებული სიუჟეტი იმით „პრავდება“, რომ ქოცები დებილები არიან.

„სკეფსისი“ – ო, სკეფსისის გამო უჩივლეს კი, როგორ არა. სხვისი სიდებილით, საკუთარი იდიოტიზმის და არაკეთილსინდისიერების გამართლება კარგი პონტი ჰგონია.

P.S. მკვდრები რომ შეიყვანეს ქოცებმა სიაში, ამას ებღაუჭება სასოწარკვეთილად, როგორც ამიხსნეს და ამით აპრავებს „რაც მიშას უნდა“ სამარცხვინო სიუჟეტს”, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა, რასაც ადრესატი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში მათ შორის ცხარე კამათი გაგრძელდა.

 

თეა ადეიშვილი: – შენ იცი, როგორი ადამიანი ხარ? დაუნდობელი… აუ, სახტად დავრჩი!!! თამარა, ასე როგორ შეგიძლია!!! კი ვიცი, რაც უნდა დავწერო ახლა აქ, ამ კომენტარის ნაცვლად, მაგრამ მე არ შემიძლია, იგივენაირად გიპასუხო, მე არ მინდა, დაგემსგავსო ამ სისაძაგლეში, ყველა შენს სიკარგეს ფარავ ამ დაუნდობელი ყველაფრის კადრებით, თუ შენს აზრს არ ემთხვევა, მზად ხარ, გადაუარო ნებისმიერს, გამოსირებული მრევლი კი გყავს გუნდრუკის საკმევად !!! შენთან კამათის აზრსაც ვერ ვხედავ, უკვე მეღიმება, გვარამიას პოსტების კომენტარებსაც დასდევ და მერე გულს იფხან? ხო იცი, რაც ჰქვია ამას“ – უპასუხა ადეიშვილმა ჩერგოლეიშვილს.

 

თამარ ჩერგოლეიშვილი: – კი, არაკეთილსინდისიერების მიმართ უკიდურესად დაუნდობელი ვარ. შეგეძლო შენ შეცდომის გააზრება. საკმარისი დრო გავიდა. ახლა წავიკითხე ბოლომდე შენი კომენტარი. ახლაც ხავსს ეჭიდები და ჩემში ხედავ პრობლემას, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა შენი მაყურებლის წინაშე.

„ჩემი აზრი“ არაფერ შუაშია – როცა იქნება, განიხილავენ სხვებიც შენს სიუჟეტს და იმედია, სახტად არ დარჩები, როცა აღმოაჩენ, რომ ჩემი აზრი არ ყოფილა ჟურნალისტური სტანდარტი, რომელიც შენთვის უცხოა. თუმცა მესმის, რომ შენს ორღობეში ყალბი ურთიერთობა უფრო ფასობს, ვიდრე სტანდარტი, პრინციპი, სიმართლე, კეთილსინდისიერება. შენი სიუჟეტი იყო პროფესიული არაკეთილსინდისიერების კაშკაშა მაგალითი – სახელმძღვანელოდ იქეცი, როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი.

შენი მომდევნო რეაქციები კი უტვინობის ნათელი მაგალითი – ასეთი შეცდომა რომ მოსდის ადამიანს, სულ ცოტა ჭკუა თუ აქვს, ბოდიშს იხდის.

შენ არც კეთილსინდისიერება გაგაჩნია, არც ჭკუა – როგორც გაირკვა…

 

თეა ადეიშვილი: – არც თავის სამართლებელი მჭირს რამე და არც ვაპირებ! შენი აზრები კი ამ სტატუსის შემდეგ ზუსტად ისე მაინტერესებს, როგორც მანანა არჩვაძე გამსახურდიასი.

 

თამარა ჩერგოლეიშვილი: – რას დაბზრიალებ აქ მაშინ – გაიარე. და ვიცი, რომ პროფესიული სტანდარტი არ გაინტერესებს – ჩემი აზრი გგონია

 

თეა ადეიშვილი: – პროფესიულ სტანდარტებზე ვილაპარაკეთ ჩვენ ადრე, უფრო საქმიანად და კორექტულად! მე არ ვთვლი პროფესიულ გადაცდომად ჩემს სიუჟეტს და ეთიკის საბჭო, იმედია, ოდესმე იმსჯელებს ამაზე. აი, ეს სტატუსია შენი სტანდარტი, როგორც ჩანს და ამიტომაც აღარ მაღელვებს, რას იტყვი თუნდაც ჩემზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner