logo_geo
eng_logo
შალვა კუჭაშვილი: გაავრცელეთ!..
- +

4 ივლისი. 2018. 15:18

 

 

მოძრაობის „ნუ მომკლავ“ - დამფუძნებელი შალვა კუჭაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაავრცელეთ.

 

ალტერნატიული რეალობა - „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში.

 

2020 წელია, ნაციონალებმა გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციაში გადასული „ქართული ოცნება“ პარლამენტში 25 მანდატს ფლობს.

 

არჩევნებში გამარჯვებიდან 1 თვეში იწყება ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, უსაფუძვლო მოტივებით. ბიძინა ივანიშვილს ართმევენ მოქალაქეობას და ის პოლიტიკური დევნის გამო იძულებულია, საფრანგეთში წავიდეს.

 

სისტემის დანგრევით მოსული „ნაცმოძრაობა“ აუქმებს სუს-ს და ქმნის სოდ-სა და კუდ-ს, რომელიც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.

 

„ოცნების“ ყველა დეპუტატის სახლში შედის კუდ-ი და ბრალს უყენებენ, როგორც სახელმწიფო ამბოხის ინიციატორებს.

 

პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველას ჩასვამს ციხეში, წვრილმანი დანაშაულისთვის.

 

ოპოზიციის ერთადერთ დასაყრდენად იქცევა „ტვ იმედი“, ხელისუფლება გადაწყვეტს, შეიჭრას „იმედში“, გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან ჟურნალისტები.

 

ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ნაცვლად, პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც მკვეთრად რეპრესიულია.

 

ელისო კილაძე ინიშნება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერად, სწორედ მისი ინიციატივით ხდება ზეწოლა „ტვ იმედზე“.

 

მასობრივი დაკავებები პიკს აღწევს, ხალხი ქუჩაში გამოდის, პირველივე მანიფესტაციას შსს არაპროპორციული ძალით არბევს.

 

ხალხი იკრიბება ვიცე-პრემიერ ნიკანორ მელიას სახლთან და მას მის მიერ ხელმოწერილი „დოკუმენტის“ შესრულებას სთხოვს, ხალხს პასუხობენ, რომ ამ დოკუმენტს კანონიერი ძალა არ აქვს.

 

მოსამართლეთა დიდ ნაწილს უჩერდება თანამდებობა, ნაწილი გაურკვეველ ვითარებაში კვდება.

 

ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებულ ინტელიგენტებს აცხადებენ სახელმწიფოს მტრად.

 

უქმდება ფონდი „ქართუ“ და შეიქმნება ფონდი „ნაცუ“ რო,მლის დამფინანსებელიც კეზერაშვილია, ფონდი აფინანსებს ისეთ „ინტელიგენტებს“, როგორებიცაა ბადრი შუბლაძე და მეგი გოცირიძე.

 

ამ დაძაბული მოვლენების ფონზე მიშა ქალაქ „ლაზიკას“ ხსნის და დედაქალაქი იქ გადააქვს.

 

P.S. დასკვნა: #არინაცო!“ - წერს შალვა კუჭაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner