logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: სახალხო დამცველისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება, შემთხვევით დანაშაული ხომ არაა?
- +

4 ივლისი. 2018. 20:52

 

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და სახალხო დამცველი თავის ანგარიშში წერენ, ციხეში პატიმარ ქალებს ისევ აშიშვლებენო და არიქაო...

 

პატიმარმა ქალებმა კი, ამ განცხადენების გამო, შიმშილობა დაიწყეს, მსგავსი არაფერი არ ხდება ციხეშიო და თქვენ ხომ არ უბერავთო...

 

P.S. შემთხვევით, დანაშაული ხომ არაა ასეთი განცხადებების კეთება, რაც სახალხო დამცველმა და „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ იკადრა? -წერს ლაბარტყავა.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურდაწესებულებაში ამ დროის მონაცემებით, 109 პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ პირველ არხს სამინისტროში განუცხადეს.

 

ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის  ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება. აღიშნულთან დაკავშირებით პატიმრებმა საპროტესტო წერილი შეადგინეს, რომელსაც ხელს 150 მსჯავრდებული აწერს. ისინი შემოწმების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეურაცხმყოფელად აფასებენ და ანგარიშის ავტორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

 

პროტესტის ნიშნად თავდაპირველად, გუშინ შიმშილობა 40-მა ქალმა დაიწყო , თუმცა მათი მოგვიანებით 109-მდე გაიზარდა. შედგენილია შესაბამისი ოქმები.

 

სამინისტროს ინფორმაციით, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის ანგარიში 28 ივნისს გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ გამოიყენება. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გუშინვე გაავრცელა განცხადება, რომ უწყება არ იზიარებს ანგარიშში – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ მითითებულ დასკვნებს და აცხადებს, რომ პატიმართა შემოწმების მოქმედი პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner