logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ტყუილებში აიბლანდნენ!
- +

6 ივლისი. 2018. 00:03

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„მთელი თვეები მაჩალიკაშვილები გვიმტკიცებდნენ, თემირლანმა წერა კითხვაც არ იცოდაო, მერე ჩეჩნური არ იცოდაო, ახლა როცა მისი მესიჯები გავრცელდა, სადაც თავი უნდა ავიფეთქოვო ვაგზლის მოედანზეო ვიღაცას წერდა, მისი ადვოკატი კუბლაშვილი გამოვიდა და გვაშტერებს, კი მისი მესიჯებია, შეყვარებულ გოგოს წერდა და ხუმრობდაო! მიხვდნენ რომ სუს-ს სერიოზული ფაქტები აქვს და უკვე აიბლანდნენ ტყუილებში!“ - წერს ჯღარკავა.

 

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ადასტურებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონიდან ამოღებული მიმოწერა მეგობარ გოგონასთან ნამდვილად შედგა, თუმცა უფლებადამცველი მეტროსადგურში თავის აფეთქების შესახებ ინფორმაციას, ხუმრობას უწოდებს.

 

ადვოკატის მტკიცებით, მედიასაშუალებაში გავრცელებული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და შესაძლოა, სხვა შინაარსს იძლეოდეს.

 

შესაბამისი კომენტარი კუბლაშვილმა პროკურატურასთან, ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც მას მაჩალიკაშვილის საქმის მასალები გააცნეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner