logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: სოფელი ჭუბერი გმირი სოფელია! მრავალ დაჭრილს, ავადმყოფს, ობოლს უპატრონა...
- +

7 ივლისი. 2018. 01:02

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სოფელი ჭუბერი გმირი სოფელია. სოხუმის დაცემის შემდეგ, ამ პატარა სოფელმა ათასობით გაყინული დევნილი შეიფარა. მარტო ლუკმა კი არ გაუყო, მთელი ზამთრის სარჩო-საბადებელი გამოიტანა და დევნილებს გაუზიარა. მრავალ დაჭრილს, ავადმყოფს, ობოლს უპატრონა... და როცა დევნილები ქუთაისის, ბათუმისა და თბილისისაკენ დაიძრნენ, ჭუბერი ფქვილის, შაქრის, ზამთრის სარჩოს გარეშე დარჩა. ამიტომ მე მადლიერი ვარ ამ სოფლის, მისი კეთილი ხალხის. ვწუხვარ, რომ დღეს ჭუბერში ასეთი განსაცდელია. ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ეს გმირი სოფელი კვლავ აშენდეს და აღორძინდეს.

 

ამას როგორ დავივიწყებ... სველი და დახეული ტანსაცმელი გამოგვიცვალეს, დაგვაპურეს, გაგვათბეს, დაგვაძინეს...“ - წერს ინაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner