logo_geo
eng_logo
„მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ...“ - აშშ-ში დაპატიმრებული მოკრივე ავთანდილ ხურციძე განცხადებას ავრცელებს
- +

7 ივლისი. 2018. 19:42

 

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაპატიმრებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე განცხადებას ავრცელებს. განცხადება მის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა:

 

„მინდა, ყველას ერთობლივად მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის, დიდი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის. რაც ჩემს სპორტულ კარიერას შეეხება, მე 26 წელი სპორტში ვარ, აქედან 15 წელი პროფესიულ რინგზე ვდგავარ, მსოფლიო არენაზე გამაქვს საქართველოს დროშა, მიუხედავად სხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებისა დაჟინებით ვაკეთე ის რაც მიხაროდა. არ ვნანობ ამას, ვამბობდი, მე როგორც ქართველი, ისე უნდა შემიყვაროს ხალხმა და მივაღწიე ამასაც, ეს დღესაც ჩანს და იგრძნობა ჩემზე მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნებიდან და ხალხისგან. ვიძახდი, რომ საქართველოს არ ჰყოლია ჩემპიონი და ჩემი თავი სჭირდება საქართველოს.

 

თუ რა პირობებში მიწევდა ვარჯიში, მაშინაც კი, როცა საზღვარგარეთ გახლდით, დეტალურად არ აღვწერ, წუწუნი არ მიყვარდა და მითუმეტეს ახლა არ ვიწუწუნებ. ვიღებ ისე ნებისმიერ სიტუაციას როგორც არის, შრომის უნარი კიდევ თანდაყოლილი მაქვს და ძალიან ძნელად გადამათქმევინებენ დასახულ მიზანს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სახელოვანი სპორტსმენი რომ ჩასვა მსგავს პირობებში, ცხოვრებაში ხელს აღარ მოკიდებს ბოქსის ხელთათმანს. მინდა გითხრათ სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ჩემი ციხის კარი როდის გაიღება, მე მაინც არ წავსულვარ კრივიდან, ყოველდღიურ ტონუსში ვარ. აქაც მოვიპოვე ესა თუ ის ხელსაწყოები და ვარჯიში ჩემი ყოველდღიური რეჟიმია, თვითნებურად დამატებული ციხის რეჟიმი და მე მზად ვარ დავიბრუნო ჩემთვის ჩამორთმეული ყველა ტიტული.

 

სონდერსზე მინდა გითხრათ ჩემი აზრი: ეს არ არის ის ბოქსიორი რომელზეც შეიძლება ვთქვა, რომ არის ჩემი „დასტოინი“ მოწინააღმდეგე, მე მას ვუყურებ ზემოდან, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე მაღალია, მაგრამ მაგნაირი მაღალი ბიჭები ბევრი დამიჯენია და დამჯდარი რომ არიან ცოტათი მაღალი ვრჩები… კარგი მოკრივეა, სტანდარტული, გაწვრთნილი, მაგრამ მას არ აქვს ის, რაც მაქვს მე . სონდერსი ქაშით გაზრდილია და კარაქიანი პურით, მე კიდე ჯერ კიდევ კბილების ამოსვლამდე გასროლილ მჭადს ვიჭერდი ჰაერში. ალბათ მიმიხვდით რას ვგულისხმობ. სონდერსმა რომ იხტუნა პრესკონფერენციაზე ქათამივით, ეს იმას არ ნიშნავს რომ მაგარია. მე მზად ვარ მაგ კაცთან დღესვე საბრძოლველად, როგორც კი კარი გამეღება მეორე დღესვე“, – ნათქვამია ავთანდილ ხურციძის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner