საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ხშირად მსმენია სვანი ქალების სიმამაცეზე, ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი კი ამ სიმამაცის ზუსტი გამოვლინებაა. მაშინ, როცა მესტიაში სტიქია მძვინვარებს, სოფლის გამგებელი სტიქიის ცენტრშია და ყველაფერს აკეთებს სხვების უსაფრთხოებისთვის“, - წერს თალაკვაძე.