logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ირანს სასმელი წყლის დიდი დეფიციტი აქვს - მილიონობით ირანელი წავა ემიგრაციაში!
- +

9 ივლისი. 2018. 21:50

 

 

 

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის" ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„გააზიარეთ ყველამ!

 

ირანს სასმელი წყლის დიდი დეფიციტი აქვს. მილიონობით ირანელი წავა ემიგრაციაში! როგორ ფიქრობთ, მთავარი სამიზნე ადგილი სად ექნებათ?!

 

ეს არის ნათანიაჰუს ვიდეო მიმართვის შინაარსის თარგმანი.

 

„დღეს მე ვაპირებ ირანისთვის უპრეცენდენტო შეთავაზების გაკეთებას. ეს ეხება წყალს. ისრაელი ირანელი ხალხის გვერდით დგას და ამიტომაც მინდა, რომ გადავარჩინოთ უამრავი ირანელის ცხოვრება.

 

ირანელი მეტეოროლოგების დასკვნაში ნათქვამია, რომ ირანის თითქმის 96 პროცენტი გვალვის გარკვეულ დონეებს განიცდის, ხოლო ყოფილი ირანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემო-პირობების არ არსებობის გამო, 50 მილიონი ირანელი იძულებულია დატოვოს საცხოვრებელი სახლი! 50 მილიონი! მილიონობით ირანელი ბავშვი იტანჯება ირანში არსებული რეჟიმის გამო. არასწორი მენეჯმენტითა და არაკომპეტენტურობით, ისინი პარავენ ირანელ ხალხს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს.

 

მიუხედავად იმისა რომ ისრაელსაც აქვს წყალთან დაკავშირებით დიდი გამოწვევები, ჩვენ შევქმენით უახლესი ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებითაც დახარჯული წყლის 90% გადამუშავდება და ვარგისი ხდება. ისრაელის ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს გამოყენებით, ირანს შეუძლია დაამარცხოს მასში არსებული ეკოლოგიური კატასტროფა. სამწუხაროდ, ირანი უკრძალავს ისრაელის მოქალაქეებს მათ ტერიტორიაზე შესვლას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ირანელი ფერმერებისთვის შევქმნით ვებ-საიტს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი როგორ გადაამუშაონ წყალი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, შეინახოთ თავიანთი ნათესი-კულტურები და გადაარჩინონ თავიანთი ოჯახები.

 

ჩვენ ვდგავართ ირანელი ხალხის გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ირანული რეჟიმი ამბობს - „სიკვდილი ისრაელს!“ - ამის საპასუხოდ, ჩვენ ვიტყვით - „სიცოცხლე ირანელ ხალხს!“ ირანელები კარგი და ღირსეული ხალხია, ისინი არ იმსახურებენ ასეთ სასტიკ რეჟიმს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით და ირანში არსებული სასტიკი რეჟიმი ვერ შეაჩერებს ებრაელი და ირანელი ხალხის ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობას“, - წერს შიხიაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner