logo_geo
eng_logo
შორენა სიხარულიძე: ქართველ და ქართულმოძულეების გამო მართლა მრცხვენია!
- +

10 ივლისი. 2018. 13:08

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„იმდენად მტკივა ხადას ხეობაში, 19 წლის მწყემსის მიერ უმოწყალოდ დახოცილი სმიტების ოჯახი, ორი დღეა, ხმას ვერ ვიღებ, არ ვიცი, როგორ გამოვხატო ეს დაგროვილი და ყელში ბურთივით გაჩრილი ბრაზი, ბოღმა, ემოცია... მტკივა, ძალიან მტკივა!.. და მჯერა, ჩემს მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი...

 

... ამ საზარელმა ამბავმა წლების წინ, მანიაკი ბრეივიკის მიერ ნორვეგიაში უმოწყალოდ დახოცილი 68 უდანაშაულო ბავშვი გამახსენა...უფრო სწორად კი, გონებაში ვცდილობდი, აღმედგინა, ერთ ნორვეგიელს მაინც თუ უთქვამს - მეზიზღება ჩემი ერი, ღორები ვართ, არ ვართ არანაირი სიკეთის ღირსი, მრცხვენია, რომ ნორვეგიელი ვარო... არც ამერიკელი მახსენდება, იქ გახშირებული სასტიკი მკვლელობების გამო, ოდესმე ეთქვას - მძულს ამერიკა და ამერიკელებიო... არც ფრანგი, არც ინგლისელი, არც კოლუმბიელი, არც ზიმბაბველი, არც რუსი მახსენდება, ოდესმე საკუთარ ერს ლანძღავდეს სასტიკი მკვლელობების ან კრიმინალის გამო!

 

...და ჩვენ რა დოზანა გვეცა? რატომ ვართ მზად, გვძულდეს ეს ქვეყანა, ხალხი და ყველაფერი ქართული - ავადმყოფი, მანიაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო? რატომ?

 

სმიტების ოჯახი მტკივა... უზომოდ, გული მეგლიჯება, იმას რომ წარმოვიდგენ, რას განიცდიდნენ ისინი ამ სისასტიკის წინ, მით უფრო კი, 4 წლის ანგელოზი... უფრო სწორად კი, წარმოდგენაც კი არ მინდა და არც შემიძლია...

 

აი, ქართველ და ქართულმოძულეების გამო კი მართლა მრცხვენია!“ - წერს შორენა სიხარულიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner