logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ეს მიმართვა ექვსი წლის წინ გავავრცელე!
- +

10 ივლისი. 2018. 17:08

 

 

„ეს მიმართვა ექვსი  წლის წინ გავავრცელე! 2012 წელს, არჩევნების წინ!“ - წერს სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიახ, დღესაც არ ვნანობ ჩემს მხარდაჭერას ბიძინა ივანიშვილისადმი! მედროვეებო, ჩანერგილებო! კარგად წაიკითხეთ? ეს თქვენ გეხებათ! როგორც იქნა დადგა დრო თვალის მტკივნეული ახელისა. დიდი ხანია, ქვეყანა უბედურებით იწამლება.

 

მორჩა სიცრუის დიდი ღრეობა. ახლა ამ ღრეობის მონაწილეებს ღიმილი მიალპათ სახეებზე. ავსულის ნებით - სადიზმით დასნეულებული ორფეხა ცხოველების ნამოქმედარი, ბოლო წვეთი აღმოჩნდა მოთმინებისა. ახლა ერიც და ბერიც ერთად ახორციელებენ ეგზორციზმის სიმბოლურ სცენას - ავსულთა განდევნას. ჯოჯოხეთგამოვლილი ჰუმანიზმი გზას მიიკვლევს - „ბოროტსა სძლია კეთილმან“. ახლა მათთვის ნამღერი ყოველი სიმღერა აღიქმება, როგორც სატანის შავი მესა.

 

ის, ვინც დღესაც ვერ ელევა თავის მფარველებს, გარდა იმისა, რომ სინდისთან მწყრალად არის, ემსგავსება უძღებ ვამპირს მიკრულ ტკიპას - სისხლში მოზიარეს.

 

გევედრებით, არ გაიმეტოთ თავი და შთამომავლობა. პირადად ჩემთვის არ არსებობს არავითარი აუცილებლობა ჩემი სინდისის მიღმა. თქვენც კარგად იცით, რომ უდიდესი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა, სძლიეთ ჩვეულ კეთილდღეობას,  ეს ილუზიაა, რომელიც მირაჟივით გაქრება, როცა სული აგტკივდებათ, როცა სინდისი გამხელთ, როცა მომავალი პასუხს მოგთხოვთ. პატიოსნების ხარისხი იზომება არა შეცდომებით (უცოდველი არავინაა), არამედ იმ შეგრძნებით, რომელიც ადამიანს ეუფლება ამ შეცდომის გაცნობიერებისას. გაბრიელ ქიქოძე ბრძანებდა - უცოდველი არავინაა, მთავარია, შენმა სინდისმა არ დაგიმალოს ეს ცოდვა.

 

გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს უზნეობას, რაც ნაცმა ჯალათებმა ჩაიდინეს თავისი ქვეყნის მიმართ. გონებრივი და ზნეობრივი თითქმის ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს.

 

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დადექით იქ, სადაც ზნეობა ზეიმობს.

 

ძნელად წარმოვიდგენდი, რომ 2012 წლის გამოძახილი დღესაც აქტუალური იქნებოდა, მაგრამ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ჰუმანური პოლიტიკა მოითხოვს დროს, რომ ქვეყანა აცდეს და აირიდოს ტირანული პოლიტიკა და ვენდეტა.  ძნელია შეეგუო და არც არავინ ეგუება, უბრალოდ დრო სჭირდება, რომ საბოლოოდ გამოვლინდნენ ცხვრის ტყავში გახვეული ჯალათები.

 

დღესაც, როგორც აქამდე, მჯერა, რომ საქართველო უფრო ძლიერი და უფრო სტაბილური ქვეყანა ხდება.

 

მთავარია, რომ ბრძოლა გრძელდება და ვიგინდარების ბოლო ფართხალიც ავიტანოთ როგორღაც.

 

მედროვეებო, უკვე ყველა გცნობთ. გაიშიფრეთ“, - წერს ოქიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner