logo_geo
eng_logo
მამუკა ახვლედიანი: შინდისის გმირის „შინდისფერი მერანი“!
- +

11 ივლისი. 2018. 01:49

 

 

Facebook-მომხმარებელი მამუკა ახვლედიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 

„შინდისის გმირის „შინდისფერი მერანი“ - ათი წელი სრულდება 2008 წლის აგვისტოს ომიდან. თითოეულ ჩვენგანს უამრავი ისტორია წაგვიკითხავს ან ტელევიზიით გვინახავს სიუჟეტი შინდისის გმირებზე, მაგრამ თუ ასეთ სევდიან ისტორიას მოვისმენდი არ მეგონა.

 

რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანების ერთი ჯგუფი ქალაქ ფოთში გავემგზავრეთჩვენი დაღუპული თანამებრძოლის ალექსანდრე (საშკა) ბუხნიკაშვილის საფლავის მოსანხულებლად. ჩვენ ჯგუფში ბატონი დავით დვალიშვილი - აფხაზეთის ომის ვეტერანი და 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული მალხაზ დვალიშვილის მამა. ფოთში მისულებს ბატონმა დავითმა გვთხოვა ერთ-ერთ ტერმინალთან მივსულიყავით და მაშინ გავიგე ამ სევდიანი ისტორიის შესახებ.

 

ტერმინალთან მისულებს შესასვლელთან ავტომობილი ფორდ მონტერო დაგვხვდა. ავტომობილის დანახვაზე ბატონ დავითს ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე. აღნიშნული ავტომობილი 2008 წლის ივლისში მალხაზ დვალიშვილს შეუძენია , რომელიც განბაჟებული არ იყო. ერთხელ მალხაზი საპატრულო პოლიციას გაუჩერებია და რადგან განბაჟების ვადა იყო გასული მანქანა საბაჟო ტერმინალზე გადაიყვანეს. მალხაზმა ტერმინალის თანამშრომლებს სთხოვა მანქანისთვის მიეხედათ, ის რამოდენიმე დღეში დაბრუნდებოდა, მანქანას განაბაჟებდა და წაიყვანდა. სამ დღეში ომი დაიწყო. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განგაში გამოცხადდა და მალხაზი ბრძოლებში ჩაერთო. მალხაზი თავის თანამებრძოლებთან ერთად სოფელ შინდისში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა და დარჩა შინდისფერი ფორდ მონტერო მალხაზის გარეშე.

 

ბატონ დავითს არც ნერვები და არც მატერიალურისაშუალება არ ქონდა, რომ მანქანა განებაჟებინა. წინა ხელისუფლებას სთხოვა ერთხელ დახმარება, მაგრამ უშედეგოდ და ამის შემდეგ არავინ შეუწუხებია. იმედი გვაქვს დღევანდელი ხელისუფლება გამოიჩენს გულისხმიერებას და აღნიშნულ ავტომობილს დაუბრუნებს მალხაზის ოჯახს.

 

P.S. და ბოლოს მინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატო აღნიშნული ტერმინალის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ამ ხნის მანძილზე შეინახეს და მოუარეს მალხაზის შინდისფერ მერანს“, - წერს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner