logo_geo
eng_logo
დავით ჯანდიერი: კანონის მიხედვით, საპროკურორო საბჭოს სხდომები დახურულია
- +

11 ივლისი. 2018. 12:04

 

იურისტი დავით ჯანდიერი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„რა თქმა უნდა, კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია უნდა იყოს, მაგრამ ამ გაუმჭვირვალობას აქვს თავისი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც ჯობდა, ადრე გაპროტესტებულიყო.

 

„პროკურატურის შესახებ“ კანონის მიხედვით (მუხლი 8 პრიმა. 17), საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 24 ოქტომბრის №105 ბრძანების მიხედვით კი (მუხლი 8), საბჭოს სხდომები დახურულია. ეს სისტემა მორგებული საკუთარი უკანონობების დასაფარად“, - წერს დავით ჯანდიერი.

 

პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად შალვა შავგულიძემ მოხსნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner