logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ჰო და, ბიძინა ივანიშვილი არის ერთპიროვნულად, დიახ!
- +

11 ივლისი. 2018. 22:52

 

 

„დიდი ყიჟინია ატეხილი, ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებსო... ბატონი შალვა შავგულიძეც კი აღშფოთებულია... რა უცნაურ ვითარებაში ვცხოვრობთ... დგას სადღაც ღამის ქოთანი და „ნაცხროვა“ საიდანაც უნდა იქედან აბამს ყურს...“ - ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

 

„ისე, ეს ბატონი ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. (იმათთვის, ვინც არ იცის) მმართველი პარტია, გარდა იმისა რომ ნიშნავს თანამდებობის პირებს, (მას შემდგომ, როცა გაიმარჯვებს არჩევნებში და უმრავლესობას მოიპოვებს არჩევით ორგანოებში,) ის პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესზე... ეს ისე, დეგენერატებისთვის და ავანტიურისტებისთვის.

 

ჰო და, ბიძინა ივანიშვილი არის ერთპიროვნულად, დიახ! ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ვალდებულია ნებისმიერ თანამდებობის პირზე აიღოს პასუხისმგებლობა! აიღოს და გადაწყვიტოს ... თან ისე, რომ არც ბოკერიას კითხოს, არც მიშას, არც კასტილიანს და არც დიდ „მეგობარს“.

 

კიდევ მინდოდა რაღაცეების დაწერა, მაგრამ მეზარება...

 

აღშფოთებულებს კი მინდა ვურჩიო, რომ წავიდნენ და ცისკარას კოჭი ეთამაშონ!..“ - წერს ხოფერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner