logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: არ ვიცი რაზე დუმდნენ „ნაციონალები“ და რა ნამუსი შეუნახა მიშამ გიგას...
- +

13 ივლისი. 2018. 03:24

 

 

„არ ვიცი რაზე დუმდნენ „ნაციონალები” და რა ნამუსი შეუნახა მიშამ გიგას, მაგრამ ფაქტია, სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია კრახით დამთავრდა!“ – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალური ქსელის გვერდზე წერს.

 

„ტიპიური მაგალითი ქართული ანდაზისა-გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა (სნება- სნეულება) პროექტი - „ჩაანაცვლე ბოკერია სააკაშვილს, სააკაშვილის ხელშეუხებლობის სანაცვლოდ“ – ჩაიშალა!…

განვმეორდები და ვიტყვი, რომ ბოკერიამ ვერ შეძლო „ევროპული საქართველოსთვის”, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალისთვის, მხარდამჭერების აუცილებელი რაოდენობის მობილიზება, უფრო სწორედ, გადმობირება. ერთადერთი მონაპოვარი, დროებითი საგამოძიებო კომისია, ისევ „ნაციონალების” მიერ აგორებული საპროტესტო ტალღის შედეგი აღმოჩნდა. მიშას კი რეალური გარანტიები ჭირდებოდა და არა 6 წლიანი პატიმრობის შეფარდება! ვერც პორტირებულებმა და „ამერიკის საელჩოს ნალობირებულებმა“ შეძლეს პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება და ისევ ივანიშვილის ზუკუტურის იმედად დარჩნენ. ასე რომ, იდეა, ოცნების „გათრეულების” და ბოკერიას ნაციონალების გაერთიანების შედეგად ძლიერი ძალის შექმნის – მკვდრადშობილი აღმოჩნდა!

არ ვიცი რაზე დუმდნენ ”ნაციონალები” და რა ნამუსი შეუნახა მიშამ გიგას, მაგრამ ფაქტია, სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია კრახით დამთავრდა!

ჩვენ, ახლა, ისევ იმ პოლიტიკურ სივრცეში ვართ, სადაც უამრავი ცარიელი ხვრელია ამოსავსები.

სეისმური მდგომარეობა არამყარია!

ერთი მარკშრეიდერი არ აწყენდა ქვეყანას!”, – წერს ხათუნა ხოფერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner