logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ძალიან მენანებით ბატონო სოსო, ძალიან!
- +

15 ივლისი. 2018. 13:24

 

 

ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან დამენანა სოსო ლაღიძე...

 

ის ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული რესპოდენტი იყო. ყოველთვის მიმიხაროდა მასთან თეატრში. ჩემი წიგნის პრეზენტაციაზეც მესტუმრა. მერე რუსთაველის თეატრში ვნახე, ბოლოს კი პიონერთა სასახლეში ღონისძიებაზე. ვფიქრობ, რომ გავახარე, როდესაც ჩემს დოკუმენტურ პროზაში - „ფეხბურთზე მეტი“ ბატონის სოსოს შესანიშნავი მოგონებაც დავბეჭდე და წიგნიც ვაჩუქე. უწესიერესი ადამიანი იყო, განათლებული, დიდებული მეგობარი, კოლეგა და მეოჯახე. მიჭირს რამის თქმა, როდესაც ვნახე, მხნედ იყო, კოხტად გამოიყურებოდა...

 

მაგრამ ახლა ისიც შეუერთდა ზეციურ საქართველოს...

 

ძალიან მენანებით ბატონო სოსო, ძალიან! თითქმის 40 წელი გიცნობდით და ბევრი დამამახსოვრდა. ახლა, ვიცი, უამრავს დაწვიტეთ გული, ოჯახს - განსაკუთრებით, მაგრამ მგონია, რომ ბატონი ჯემალ ღაღანიძეც დიდ მღელვარებაშია, თქვენ ხომ საუკეთესო მეგობრები იყავით... როგორ არ მინდა ასეთი სიტყვები ვწერო, მაგრამ ცხოვრება ათას გულისტკივილს გვინასკვავს....

 

უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი...“ - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner