logo_geo
eng_logo
„პარიზი აღნიშნავს გამარჯვებას...“
- +

16 ივლისი. 2018. 03:38

 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 

„პარიზი აღნიშნავს გამარჯვებას...“ - წერს ფოფხაძე.

 

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა

 

ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრანგებმა მე-18 წუთზე მარიო მანჯუკიჩის ავტოგოლით მოიპოვეს.

 

ხორვატებმა ანგარიშის გათანაბრება 28-ე შეძლეს. მესამე გოლის ავტორი ანტუან გრიზმანი გახდა, მან პენალტი გაიტანა.

 

59-ე და 65-ე წუთზე გოლები კვლავ ფრანგებმა გაიტანეს.

 

ხორვატებმა მეორე გოლი 69-ე წუთზე გაიტანეს.

 

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner