logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: მისასალმებელია პრემიერის გადაწყვეტილება შახტების დახურვის თაობაზე
- +

16 ივლისი. 2018. 13:48

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას შახტების დახურვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების უდიდეს მწუხარებას. მისასალმებელია, რომ პრემიერმა პრაქტიკულად დაუყონებლივ მიიღო საგანგებო ზომა შახტების დახურვის თაობაზე, მანამ სანამ არ მოხდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა, მეშახტეთა ხელფასის შენარჩუნებით“, - წერს აკაკი ზოიძე.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, მინდელის შახტი დაიხურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner