logo_geo
eng_logo
მანუჩარ კაჭახიძე: იოსებ ნონეშვილის ასწლოვანმა იუბილემ ისე ჩაიარა, არც არავის გახსენებია...
- +

17 ივლისი. 2018. 02:09

 

 

ამერიკაში გამომავალი ქართული გამოცემის „მამული“ გამომცემელი, ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ზუსტად 100 წლის გახდებოდა იოსებ ნონეშვილი…

მისმა ასწლოვანმა იუბილემ წლეულს, 6 აპრილს ისე ჩაიარა, არც არავის გახსენებია.

არც დიდუბეში მისული ქართველობის კადრები მინახავს და არც კარდანახში ასულა ვინმე…

არადა, მისი თითოეული სიტყვა ქართველი ერის მოქმედების გეგმასავითაა - წესისავით, როგორ უნდა გვიყვარდეს და მოვუფრთხილდეთ სამშობლოს ჩვენსას.

როგორი სიმძაფრით ისმინება დღეს ეს ვიდეო, - ვაშინგტონში ამერიკელები, ერთი და ორი კინკილა მომღერალი კი არა, მთელი ქორალი, მღერის იოსებ ნონეშვილის ლექსს...

და გგონია, რომ ხედას ხეობის იმ ერთი მწყემსი ბიჭუნას გასაგონად იმეორებენ - „სტუმარს ღვთის კაცად სთვლიანო“.

და ხმის სრულიად სხვა რეგისტრში გადააქვთ მისამღერიც, რომ იქიდან, ვაშინგტონიდან გავიგონოთ:

„მისი დიდების ამბავი

საუკუნეებს მიაქვთ…“

მიაქვთო, ანუ - წაიღეს და დავრჩით დიდების გარეშეო!“ - წერს მანუჩარ კაჭახიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner