logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ხშირად აქვეყნებენ დროშიანი ქალბატონის ფოტო, მაგრამ ცოტამ თუ იცის ვინ არის...
- +

19 ივლისი. 2018. 22:57

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 

„სოც.ქსელში ხშირად აქვეყნებენ დროშიანი ქალბატონის ფოტო, მაგრამ ცოტამ თუ იცის ვინ არის... ეს ქალბატონი გახლავთ აფხაზეთიდან დევნილი მაყვალა ფხაკაძე, უზომოდ პატრიოტი და სანდომიანი პიროვნება... სოხუმში გაღვივებულ ეროვნულ მოძრაობას მყისვე აუწყო ფეხი და არ დაუშვია თავისუფლების დროშა.... გავეშებულ აფსუა სეპარატისტებსა და კომფედერანტებს გადარჩენილი ჩამოვიდა თბილისში და სამაგიეროდ საკუთარ „თანამოქალაქეთა“ მიერ არა ერთგზის იყო რეპრესირებული შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმისაგან,არა ერთ გზის მოხვედრია ალავიძე-მღებრიშვილის „დემოკრატიული დუბინკა“.... მაინც არ ნებდება, მაინც იბრძვის! დღესაც კი თუ რამ ეროვნულს უკავშირდება ყველა აქციის მონაწილეა ეროვნული დროშით! ღმერთმა მას და სრულიად საქართველოს აგვისრულოს სანუკვარი ოცნება კვლავ ეროვნული ხელისულება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საოცნებო აფხაზეთის დაბრუნება!“ - წერს შონია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner