logo_geo
eng_logo
თემურ გვალია: ამხანაგო „ღრიღორ“, კიდევ ერთხელ გადაუსვი წითელი ხაზი შენს მომავალს!
- +

20 ივლისი. 2018. 03:32

 

 

მსახიობიო თემურ გვალია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზოგადად იმაზე, რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, არავის აზრი არ მაინტერესებს“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

აი ამას რომ დაწერ პრეზიდენტობის კანდიდატი, ან არ გესმის სად აპირებ მოღვაწეობის დაწყებას ან უბრალოდ ხალხი ფეხებზე გკიდია...

 

ზუსტადაც ხალხს გვაინტერესებს შენი პირადიც, არა-პირადიც, წარსულიც, აწმყოც, რომ მერე გადავწყვიტოთ ხარ თუ არა პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი!

 

პრეზიდენტობას აპირებ და ხალხის აზრი ყველაფერში უნდა გაინტერესებდეს...

 

ხოდა, ზუსტად მაგ დამოკიდებულებით კიდევ ერთხელ გადაუსვი წითელი ხაზი შენს მომავალს, რომელიც არა მგონია შენი და შენი მომხრეების საკეთილდღეოდ დამთავრდეს ამხანაგო „ღრიღორ“...

 

ტყუილად ნუ ფართხუნობ და ნუ აცდენ შენს თანაგუნდელებს...

 

და კიდევ ერთიც: თქვენი „გუნდი“ ლამისაა ყველას „რუსეთუმეებს“ გვეძახით ვისაც არ მოგვწონს თქვენი საქმიანობა და შენ თვითონ რომ მთლად რუსეთში მაღალ თანამდებობებზე გაქვს ნამუშევარი, გინდა დავიჯეროთ, რომ სუფთა ხარ ჩვენი ქვეყნის წინაშე???“ - წერს გვალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner