logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ასე შექმნის ეს თაობა ოზურგეთში ახალ, დიდ ბიბლიოთეკას...
- +

22 ივლისი. 2018. 20:39

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„პირველად ლიზიმ მომწერა წიგნების შესახებ. ალბათ, გახსოვთ მასთან რომ ვიყავით და წიგნები მივუტანეთ. რამდენიმე დღის წინ კი მეორე წერილი მივიღეთ ელენესგან, რომელსაც კითხვა ძალიან ჰყვარებია.

 

ამჯერად, ელენესთან მე და ლიზი ერთად მივედით და ზაფხულის საკითხავი მივუტანეთ.

 

შემდეგ ჯერზე ლიზი, ელენე და მე ერთად მივალთ მასთან, ვინც წერილს მოგვწერს. ერთგვარი თამაშია წიგნებით. ასე შემოგვიერთდებიან სხვებიც და ახალ მეგობრებს გავიჩენთ, ბევრნი ვიქნებით.

 

იცით შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? ბავშვები წიგნების ერთიან ჩამონათვალს გააკეთებენ და ერთმანეთში გაცვლიან იმ წიგნებს, რომელიც უკვე წაიკითხეს. ასე შექმნის ეს #თაობა ოზურგეთში ახალ, დიდ ბიბლიოთეკას, რომლის ნაწილიც ყველა მათგანის იქნება“, - წერს თალაკვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner