logo_geo
eng_logo
ანთიმოზ ივერიელი: დამეხმარეთ, ვისაც რა შეგიძლიათ, სიკვდილზე აღარ ვოცნებობ...
- +

31 ივლისი. 2018. 22:06

 

 

არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი (თამაზ ბიჩინაშვილი) საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

 

,,როგორც იცით 7 დღე თითქმის გარდაცვლილი ვიყავი. ტვინში ბევრი წერტილები მოკვდა. გაცოცხლებიდან დღემდე გაჭირვებამ პიკს მიაღწია. მატერიალურ სამყაროში უსუსური ვიყავი. მანქანა საჯარიმოზე. ბანკებთან სასამართლოები, სახლში უპატრონო, ნათესავებმა, მეგობრებმა ყველამ მიმატოვა, ერთადერთი ადამიანი მიდგას გვერდზე სანდრო ჩივაძე. განაწყენებული სიკვდილს ვეძებდი. სხეულს ყურადღებას არ ვაქცევდი ორივე მუხლზე მეოთხე ხარისხის ართროზი, ღვიძლი, გრიჟის სასწრაფო ოპერაცია და ა.შ.

მივხვდი, რომ ნელ-ნელა თავს ვიკლავდი. რაც თავის მოკვლის ცოდვის ტოლფასია.

ადამიანებო დამეხმარეთ, ვისაც რა შეგიძლიათ, სიკვდილზე აღარ ვოცნებობ. ღმერთი შეგეწევათ ცოდვილი ბერი ანთიმოზის დახმარებისთვის. მზად ვარ ვემსახურო ჩემ საქართველოს, რომელიც სინამდვილეში კოლხ-იბერიაა! დამარხულ არს ენა იბერიული, რომელსაც მოგვიანებით ქართული დაარქვეს და მე ამას დავამტკიცებ თუ თქვენი, ანუ ადამიანების დახმარებით,

 

ჩემი ანგარიშია; UNIPAY 757O88O

 

ელექტრონული საფულეა აპარატებიდან ჩვეულებრივად ირიცხება.

 

მადლობა, რომ არსებობთ...

არქ.ანთიმოზ ივერიელი (თამაზ ბიჩინაშვილი) ", - წერს ანთიმოზ ივერიელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner