logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებამ, ერთი ასეთი ამბავი გამახსენა...
- +

1 აგვისტო. 2018. 04:07

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში მარიხუანის დეკრიმინალიზაციას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

 

„ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებამ, ერთი ასეთი ამბავი გამახსენა რომელსაც მე თვითონ შევესწარი... 1991 წლის დაძაბული დღეებია „დაჩაგრული“ ჟურნალისტები ტელევიზიის კიბეებზე ჩამომსხდარან, მათ ზურგს უმაგრებს წითელი ინტელიგენცია და თბილისის ზღვიდან „გამოცურებული“ კიტოვანის გვარდია...ჩემს გვერდზე მყოფ ახალგაზრდასთან გვარდიის ფორმიანი მიუახლოვდა და ეუბნება: ინტელიგენცია ჩვენს გვერდითაა, წამოდი ჩვენთან, არ გინდა შამპანურის ზღვა, მარიხუანა და კოკაინი, ყველაფერი უფასოდაა, მთელი ოთახი სავსე გვაქვს, არ გჯერა? გამომყევი აი იმ შენობაში და საკუთარი თვალით ნახავ (მიუთითა ტელევიზიის გვერდზე მდებარე, თუ არ ვცდები საბურთალოს რაიონის გამგეობის შენობა იყო მაშინ).... „გვარდიელი“ ისევ ეკითხება არ გინდა? ყველაფერი ისეა, უფასოა! აბა რა გინდა? სოფლელების გვერდზე დგომა? კარვებთან? პროვინციელებთან? სწორედ ამ დროს მიკროფონში უკანასკნელი სიტყვებით გაჰკივის ერთ-ერთი „ინტელიგენტთაგანი“ .... ამ წამალზე დავერბოვკებულ ახალგაზრდობას კი გვერდზე ამოუყენეს რუსული „ჰაუბიცა“ დაამხობინეს ეროვნული ხელისუფლება და სამშობლოდან გაანდევნინეს ქრისტიანი და დემოკრატი, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ახვრეტინეს მშვიდობიანი მანიფესტაციები და პირტიტველა ბიჭებს სამუდამოდ უმანკო მამულიშვილთა სისხლით დაასვრევინეს მკლავები, უფასო ნარკოტიკის „საშოვნელად“ მრავალგზის დაარბევინეს სამეგრელოს ყველა ქალაქი და რაიონი და ბოლოს ფსოუს წყალიც დაალევინეს, რომელსაც მოჰყვა გრაჩოვების, ბეპაევების, ბალტინების „სუ“ და „მიგები“ აფხაზეთის დაკარგვასთან ერთად მიუზომეს სამაჩაბლოს ძირძველი მიწა-წყალი ოკუპანტს... სამეგრელოს ტყეში სიცოცხლე მოუსწრაფეს ეროვნულ გმირსა და პრეზიდენტს... მორჩა! საქმე გაჩარხული ჰქონდათ! ამ საზარბაზე ხორცად ქცეულ თრიაქით დაბოლილ ბიჭებს ყველაზე შემზარავი დანაშაულები ჩაადენინეს, მერე ესენიც აღარავის სჭირდებოდა! შევარდნაძის სადამსჯელო სპეცსამსახურებმა ნაწილი ამ ბიჭებისა სადარბაზოებში და სახლებში ჩაცხრილეს, ზოგი დაიჭირეს, ზოგი ემიგრაციაში გაიქცა... მათი „ბრძოლის“ გარჯის შედეგად კი ანტიეროვნულმა ძალებმა მედგრად დაიმკვიდრეს ადგილი დაქცეულ საქართველოში!“ - წერს შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner