logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ... ეს ჩემი ისტორიაა!..
- +

8 აგვისტო. 2018. 11:55

 

ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ... პირადად მე, ყველას წარმატება მიხაროდა და მიხარია. საკმაოდ დიდი გოგო ვარ და შესაბამისად, გამარაჯვებები მეც ბევრი მქონდა, რაც ახლა არავინ იცის.

 

ჰოდა, ორიოდე სიტყვით იმის თქმა მინდა, მე იმ ქვეყანაში გავიზარდე, სადაც არავინ ფიქრობდა ეროვნებაზე, სომეხიც მიყვარდა, აფხაზიც, ოსი და რუსი, ქურთი და იეზიდი, რუსულს გერმანელი მასწავლიდა, იდა გრიგორიევნა ბეკერი... დღესაც ვთვლი, რომ რაც კარგი იყო, უნდა შემორჩენოდა იმ ეპოქიდან ამ ეპოქას და ათასი უბედურება და დავიდარაბა აგვცდებოდა. არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს და არც ვარ ამის მოსურნე ახლა.

 

მაგრამ აი, ფოტოები, სადაც აფხაზი, რუსი და ქართველი ერთად ვდგავართ სცენაზე მაშინდელ ლენინგრადში. რა ვქნა, მიყვარს მე ჩემი ჯილდოები, ორგზის საბჭოთა კავშირის ლაურეატი გახლავართ. პირველი ლაურეატობა უკრაინაში მივიღე, ჩემს თანაკურსელ, ედმონ გაბედავასთან ერთად, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, მეორე კი - ლენინგრადში. ჩემთან ერთად იყო დღეს ერთ-ერთი აკადემიის რექტორი, დავით ჩომახაშვილი და სულაც არ მეთაკილებოდა რუსულ ენაზე საუბარი, სიმღერა და ქართული ცეკვა. უბრალოდ, მე ასე გავიზარდე. რაც მეტი ენა იცი, მდიდარი ადამიანი ხარ, ხომ?

 

ერთი სიტყვით, გამახსენდა და გავიხსენე. რატომაც არა?!

 

ბედნიერი ვიყავი ძალიან. როდესაც შენ, ქართველი, დიდი ჟიურის რჩეული ხდები, ეს ბევრს გავალებს. ჰოდა, მეც დღემდე თავაწეული მივუყვები ამ „ჭრელა - ჭრულა“ ცხოვრებას...

 

პ.ს. და კიდევ: იასამნისფერი კაბა მაცვია და ქვეშ პროგრამით გამოსასვლელი ტანსაცმელი, თორემ უფრო გამხდარი ვიყავი იმ პერიოდში... მეორე კაბაზე კი მკერდს ლაურეატის მედლები მიმშვენებს. ჩემი ქართველობით დავიპყარი სანკტ -პეტერებურგის მაყურებელი და ამით ყველაფერი ვთქვი მაშინ.

ეს ჩემი ისტორიაა!..“ - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner